Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჭარხალაშვილი![]()
Biographyდაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1958წწ. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში რეჟისორად. კინოში მუშაობა "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტობით დაიწყო (1958-1960). იყო მეორე რეჟისორი ფილმებზე: "ზღვის ბილიკი" (რ. ჩხეიძე, 1962), "დრო იწურება განთიადისას" (ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1965), "დიდი მწვანე ველი" (მ. კოკოჩაშვილი, 1967), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969). როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმები: "ბედის უკუღმართობა"(1968), "მეზობლები" (ნოველა კინოალმანახში "დიდი ხნის წინათ" (1971), "ზღვის მგელი" (ნოველა ფ-ში "თეთრი ქვები", 1972), "ჩემი კეთილი მეზობლები" (1974), "კიბე" (ნოველა კინოალმანახში "სიყვარულო ძალსა შენსა...", 1975), "სოფლის აშიკი"(1976), "სამი სასიძო" (1977), "მეცამეტე გოჭი" (1979). ვალერიან სულაკაურთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის "ბილიკები ცაში" (ზ. თუთბერიძე, 1981), გადაღებულია ფილმებში: "პასტორალი" (ო. იოსელიანი, 1976), "ბენზინის ჩამომსხმელი" (ბ. ჩხეიძე, 1977), "კაშხალი მთაში" (ნ. მანაგაძე, 1979). კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 212
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |