The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა ბარბაქაძე

ცირა ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1965  (56 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

სხვადასხვა დროს იყო რიტორიკისა და ზოგადი ენეთმეცნიერების კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სენატის წევრი ილიას უნივერსიტეტში. 1996-1998 წწ. იყო ქართული საენათმეცნიერო გაზეთის – "სიტყუაი" მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, 1998-2002 წწ. კი "ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის" სერიის პასუხისმგებელი მდივანი. 2006 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ "სემიოტიკის" მთავარი რედაქტორი და გამომცემელი (გამოცემულია "სემიოტიკის" 14 ნომერი). 2010 წლიდან არის სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი (2015 წელს ჩატარდა სემიოტიკის მე-6 სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში). სემიოტიკის კვლევით ცენტრში დააარსა სერია: "სემიოტიკური თარგმანები", რომელიც აერთიანებს შემდეგ გამოცემებს: როლან ბარტის "წერის ნულოვანი დონე", იური ლოტმანის "მოაზროვნე სამყაროს შიგნით", ხოსე ორტეგა იგასეტის "ადამიანი და ხალხი". 2014 წელს გამოსცა ფენტეზის ჟანრის პირველი პოეტური კრებული, რომელშიც ქართველი ავტორები შევიდნენ. არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი: "ლექსები" (1996), "გამოაღეთ სარკმელი" (2003), "დუმილის ა(მ)ბები" (2008), "უცხოქალაქი" (2011). გატაცებულია მხატვრული ფოტოგრაფიით, 2003 წელს შედგა მისი პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა "ომეგა-გალერიაში", შემდეგ სხვა საგამოფენო დარბაზებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართველური ენები", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ქართული მჭევრმეტყველების ლინგვოპრაგმატიკა", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: faculty.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: