შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ალშიბაია![]()
ბიოგრაფია1920-1921წწ. იყო საბჭოთა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი; 1921 წლიდან ალშიბაია პოლიტიკური ემიგრანტია. იგი წერილებს ბეჭდავდა ემიგრაციულ გაზეთში "დამოუკიდებელი საქართველო" (გამოდიოდა პარიზში 1926 წლის იანვრიდან - 1939 წლის ივლისამდე); ვარშავაში კავკასიურ ოფისს ხელმძღვანელობდა; მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარის მიერ ვარშავის დაკავების შემდეგ აქ დაარსებული კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა; 1943 წლის შემოდგომაზე მის ნაცვლად სამხედრო და ტყვეთა საკითხების მოსაგვარებლად საკავშირო შტაბი დაარსდა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო. შტაბის ორგანიზებით, 1944 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დღესასწაული ჩატარდა. ზეიმი ქართული კოლონიის თავმჯდომარემ - ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გრიგოლ ალშიბაია ოჯახით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, დიპლომატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 20 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |