შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ნურალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს. 1993-1996 წწ. იყო რუსეთის არმიის 367-ე სამხედრო-საოლქო ჰოსპიტალის მედძმა; 1996-2001 წწ. ამავე ჰოსპიტალის წამყვანი ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2001-2002 წწ. ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკის (შარიტე) ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2003-2004 წწ. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი; 2004 წელს ქურთაში (სამაჩაბლოში) ხელმძღვანელობდა სამედიცინო სისტემის რეაბილიტაციას; 2005-2010 წწ. იყო აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის რაიონის კოორდინატორი (2003); რეზერვისტი მუხროვანის 419-ე ბატალიონის ბაზაზე, უმცროსი ლეიტენანტი, ასმეთაური (2007); ჰუმანიტარული სამედიცინო აქციის ხელმძღვანელი და მონაწილე სამაჩაბლოსა და ახალგორის რაიონებში (2008); . ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2010). არის 12 სამეცნიერო სტატიის ავტორი ჟურნალ "Georgian Medical News" და "საქართველოს სამედიცინო მოამბეში". ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. სადისერტაციო თემა - "ანესთეზიის მეთოდების ოპტიმიზაცია კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.372; ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge; 8skolakutaisi.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |