The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბდურაჰიმ ახვერდოვი

აბდურაჰიმ ახვერდოვი
Date of birth:17 May, 1870
Date of death:17 December, 1933  (at 63 years)
Category:Playwright, Writer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. შუშა, აზერბაიჯანი.

დაიბადა ჟურნალისტის ოჯახში. დაწყებითი განათლება ორწლიან რუსულ-ისლამურ სკოლაში მიიღო. დაამთავრა შუშის რეალური სასწავლებელი. შემდგომში ცხოვრობდა თბილისში, სადაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის შემოქმედებამ. მალევე საცხოვრებლად და განათლების მისაღებად პეტერბურგში გადავიდა. 1892 წელს გამოიცა მისი პირველი პიესა "Yeyarsan gazatini, gorarsan lazzatin", რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანელ მკითხველზე. სწრაფადვე მოიპოვა პოპულარობა. მისი პიესები ხშირად იდგმებოდა სცენაზე. 1906 წლიდან აქტიური წვლილი შეაქვს აზერბაიჯანული სატირული ჟურნალის "მოლლა ნასრედდინის" გამოცემაში. 1905 წლიდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა მშობლიურ შუშაში. 1906 წელს ელიზავეტპოლის გუბერნიიდან არჩეულ იქნა სახელმწიფო სათათბიროს წევრად. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ გააგრძელა სამწერლობო საქმიანობა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ცხოვრობდა თბილისში და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში არსებულ მუსლიმთა ეროვნული საბჭოს საქმიანობაში. 1918 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით  დასახელებულ იქნა პარლამენტის წევრად. 1919 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო კონსული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მთიელთა რესპუბლიკასა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აქტიურად მონაწილეობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერისტეტის დაარსებაში. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. მუშაობდა თეატრის მმართველ ორგანოებში. აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა აღმოსავლეთმცოდნეობას. იყო აზერბაიჯანის სამეცნიერო საზოგადოების დამფუძნებელი. აზერბაიჯანელი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 49

Member of Organizations

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1924-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი

Share: