Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1904 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. დასრულების შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში. 1911 წელს ჩააბარა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ფოგელის ჯგუფში. 1912 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 1918 წელს მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ჟურნალ "LʹART"-ის რედაქციის ორგანიზებით გამართული გამოფენით, სადაც ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი. 1918 წელს ბოჰემური კაფე-კლუბი "არგონავტების ნავი" მოხატა ლადო გუდიაშვილთან და კირილე ზდანევიჩთან ერთად. 1919 წლის ოქტომბერში მეორე საშემოდგომო გამოფენაზე 17 ნამუშევარი გაიტანა, მათ შორის, "ყავისფერი ქალები", "მუსიკოსები", "ტირი", "ლადო გუდიაშვილის პორტრეტი" და სხვ. 1922-1929 წწ. ასწავლიდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში, 1929-1938 წწ. კი - სამხატვრო აკადემიაში. 1935 წელს ერევანში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა ფერწერულობით, დახვეწილი კოლორიტითა და ლირიზმით. მთავარი ნამუშევრები: "წისქვილი ორთაჭალაში" (1930), ავტოპორტრეტი (1935, ორივე სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), "მწვანე თუთიყუში" (1933), სურათების ციკლი "ცირკი" (1930-1940), "მიტოვებული" (1942, ყველა კერძო კოლექცია), "საჩუქარი ფრონტისათვის" (1944), "ქალიშვილი ყვავილით" (1946, ორივე - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). სომეხი ფერმწერი. ცხოვრობდა საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.-გვ. 197; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 62 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |