Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ჭირაქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1957 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სისტემაში; 1968-1976წწ. იყო ტყიბულის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; მუშაობდა ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1976-1994წწ. ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1994-1996წწ. ტრესტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1996 წლიდან სს "საქშახტმშენის" გენერალური დირექტორი; მისი მონაწილეობითა და კურატორობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ტყიბულის, ტყვარჩელის, ჭიათურის მაღაროები, კვაისის გამამდიდრებელი ფაბრიკა, ურავის დარიშხნის საამქროები და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.701-702; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.374 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |