The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ჭიღვარია

ბორის ჭიღვარია
Date of birth:15 October, 1930
Date of death:2015  (at 84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1956წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ოსტატად, ქ. ზაპოროჟიეში ოთხი 180 მეტრი სიგრძის მალიანი თაღოვანი, მონოლითური რკინაბეტონის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე (მდინარე დნეპრზე), ქ. ყაზანში საავტომობილო (მდინარე კაზანკაზე) და სურგუტში სარკინიგზო (მდინარე ზაიზე) ხიდების მშენებლობებზე; 1956-1973წწ. ქ. ვლადიმირში საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე (მდინარე კლიაზმაზე) უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, ქ. როსტოვში N469 ხიდმშენი მატარებლის უფროსად; 1973-1986წწ. ხელმძღვანელობდა ქ. პიატიგორსკის N40, თბილისის N39 ხიდმშენ რაზმებს; 1986-1996წწ. თავისი ინიციატივით ახალშექმნილ N12 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენს"; 1996 წელს აირჩიეს სს "ხიდმშენის" პრეზიდენტად; ხელმძღვანელობდა რსფსრ სამხრეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კავკასიაში 1000-მდე საავტომობილო და სარკინიგზო ხიდის, გზაგამტარისა და ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას; იყო მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.702; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.261

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქ. რუსთავის აღმშენებლობაში, მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მშენებელი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: