The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ჭიჭაღუა

ნუგზარ ჭიჭაღუა
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N12 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად, ნოსირის სამშენებლო კონსტრუქციების კომბინატში მთავარ ინჟინრად, დირექტორად; იყო იმავე სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტისა და ტრესტ "საქსოფმშენრესურსის" მმართველი; 1999 წლიდან იყო თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე და უფროსი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამეგრელოს რეგიონსა და აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოციალური დანიშნულებისა და საბინაო ობიექტების მშენებლობაში; განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის საქართველოს სასოფლო მშენებლობის სფეროში ინდუსტრიული მშენებლობის მეთოდების დანერგვის საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.702


გააზიარე: