Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოვენ ჭეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. 1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედინერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 213; ქართული კინო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ ვებგვერდი: georgian-cinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |