The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ კოჭლამაზაშვილი

თამაზ კოჭლამაზაშვილი
Other name:ექვთიმე კოჭლამაზაშვილი
Date of birth:22 February, 1950  (75 years)
Category:Scientist, Translator, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქვემო ბოდბე, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონულ-ციფრული მანქანების სპეციალობით 1973 წელს; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1994 წელს, თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი (1973), მცხეთის სასულიერო სემინარია (1976), ებრაული ენის სამწლიანი კურსი სოხნუთთან არსებულ ულფანში (1998).

1977-1983 წწ. მსახურობდა საქართველოს ეკლესიაში. 1994-2006 წწ. მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში რელიგიისა და კულტურის კათედრაზე ჯერ მასწავლებლის, შემდეგ (2002 წლიდან) – დოცენტის თანამდებობაზე. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე, 2010 წლიდან – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უფროსი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცალკე წიგნად – 9. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, საგრანტო პროექტებში. გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო კრებულს "ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი" (გამოიცემა 2008 წლიდან. გამოსულია 6 ტომი). თამაზ კოჭლამაზიშვილის კვლევის საგანს წარმოადგენს ძველი ქართული თარგმნილი ლიტერატურა, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობა, კოდიკოლოგია, ლექსიკოლოგია, ჰიმნოგრაფია, ეთნოლოგია, ლიტურგიკა. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა 30-მდე წიგნი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2002), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.197

Awards and Honors

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

Bibliography


Share: