The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ნუცუბიძე

გია ნუცუბიძე
Date of birth:20 February, 1960  (65 years)
Category:Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს.

1977-1978წწ. იყო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს შემკეთებელი; სპეციალური სარემონტო სამშენებლო უბნის მუშა; 1978 წელს საწარმო გაერთიანება ელექტროაპარატის I თანრიგის გადამრჩეველი; 1978-1979წწ. "თბილპურის" მე-7 პურის ქარხნის მემანქანე; 1979 წელს მე-6 პურის ქარხნის მწყობელი; 1979-1984წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორესპოდენტი; 1984-1985წწ. სამთო-გეოლოგიური პარტიის მბურღავის დამხმარე; 1985 წლიდან საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივის უფროსი არქივარიუსი; 1988 წელს თბილისის მე-9 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1989 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1993-2004წწ. თბილისის სარიტუალო მომსახურების მრავალდარგიან საწარმო ფირმა "ჰერმესის" გენერალური დირექტორი; 1998-2002წწ. თბილისის საკრებულოს წევრი. 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოს აღმშენებლობის საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის დაჯილდოებულია სიგელით (2003); არის აშშ ქ. დევისის საპატიო მოქალაქე (2000).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.372; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.279

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2007)

Share: