შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ბარბაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხური, ზუგდიდის მაზრა. დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო. ხელმოკლეობის გამო, ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა თბილისის რკინიგზის სადგურში მექვაბედ. 1899 წელს შეუერთდა "მესამე დასს". მონაწილეობას იღებდა გაფიცვებსა და რევოლუციურ გამოსვლებში. 1903 წლიდან შეურთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. იყო პარტიის წითელი რაზმის წევრი. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დათხოვნილ იქნა რკინიგზის სახელოსნოდან. შემდგომ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული კოოპერატივების ჩამოყალიბების საქმეში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო კახეთის რკინიგზის კომიტეტის წევრი. 1918 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს შრომის კომისიის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 64 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |