Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ბარბაქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუხური, ზუგდიდის მაზრა. დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო. ხელმოკლეობის გამო, ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა თბილისის რკინიგზის სადგურში მექვაბედ. 1899 წელს შეუერთდა "მესამე დასს". მონაწილეობას იღებდა გაფიცვებსა და რევოლუციურ გამოსვლებში. 1903 წლიდან შეურთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. იყო პარტიის წითელი რაზმის წევრი. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დათხოვნილ იქნა რკინიგზის სახელოსნოდან. შემდგომ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული კოოპერატივების ჩამოყალიბების საქმეში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო კახეთის რკინიგზის კომიტეტის წევრი. 1918 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს შრომის კომისიის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 64 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |