The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამილა მგალობლიშვილი

თამილა მგალობლიშვილი
Date of birth:25 January, 1944
Date of death:23 March, 2018  (at 74 years)
Category:Scientist, Explorer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1997 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის სამეცნიერო ცენტრს, რომელმაც სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო ისრაელში, იორდანიასა და თურქეთში, რომლის დროსაც გამოვლინდა და აღინუსხა ქართული მონასტერები, ხელნაწერი, ეპიგრაფიკის ნიმუშები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისრაელის ექსპედიცია (2001 წ. 17 დეკემბერი- 2002 წ. 1 აპრილი), რის შედეგადაც გამოვლინდა წმინდა მიწის 40-მდე ეკლესია-მონასტერი, რომელთა ნაწილი ქართველთა კუთვნილება იყო, ნაწილში კი ქართველები მოღვაწეობდნენ სხვა ეროვნების ბერ-მონაზვნებთან ერთად. ამავე ექსპედიციის დროს აღინუსხა და დაფიქსირდა 100-მდე ლაპიდარული თუ საღებავით შესრულებული ძველი ქართული წარწერა, აღმოჩნდა ქართული ხელნწერები და საეკლესიო ნივთები. თამილა მგალობლიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში, მან შეისწავლა და გამოაქვეყნა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შორის კლარჯეთის მრავალთავი. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო სამინისტროსთან შექმნილი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელად. აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნულ სააგენტოსთან. 2011 წელს სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად თამილა მგალობლიშვილმა უხელმძღვანელა ექსპედიციას ანტიოქიაში, რომლის მიზანს შეადგენდა იქ არსებული ქართული მონასტრების აღნუსხვა-დოკუმენტირება. სააგენტოს დაფინანსებით გამოქვეყნდა მისი ნაშრომი - "ახალი იერუსალიმები საქართველოში", მისი რედაქტორობით და ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით გამოიცა იერსუალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიის ერთი უცნობი, XV-XVI საუკუნეების უხვად ილუსტრირებული ქართული ხელნაწერი - "ოქროს ოთხთავი", ამერიკაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერის ვახტანგ ჯობაძის ნაშრომი "მასალები ორონტის ანტიოქიის დასავლეთით მდებარე ქართული მონასტრების კვლევა-ძიებისათვის". იგი ამზადებდა სტატიებს სააგენტოს ყოველწლიური ჟურნალისათვის "ძველი ხელოვნება დღეს". მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მათი უმეტესობა ეძღვნება საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურის ცენტრებს, იქ მოღვაწე გამოჩენილ ქართველი სასულიერო პირებს და ხელნაწერ მემკვიდრეობას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი.

წყარო: კ. კეკელიძის სახელობის სახ. ხელნაჭერთა ცენტრი: manuscript.ge; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: heritagesites.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.630

Bibliography


Share: