შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ოთარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1975 წელს; თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს. 1976-1981წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონის სახალხო სასამართლოს სხდომის მდივნად; 1981-1984წწ. მუშაობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს სხდომის მდივნად; 1984-1992წწ. მუშაობდა საბურთალოს რაიონის სახალხო სასამართლოს სხდომის მდივნად; 1992-1996წწ. მუშაობდა ამავე სასამართლოს კანცელარიის გამგედ; 1996-1999წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ადვოკატურაში, ადვოკატად; 1999-2002წწ. იყო თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე; 2002-2005წწ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.374; oldtbappeal.court.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |