The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო ჭელიძე

გიზო ჭელიძე
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 2012  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ლიხაურის სასაფლაო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1955 წელს.

1956-1958 წწ. მუშაობდა ბათუმის რაიონულ გაზეთ "კოლმეურნის გზის" რედაქციაში ლიტერატურულ თანამშრომლად, 1958-1965 წწ. მახარაძის (ამჟამინდელი ოზურგეთის) რაიონული გაზეთის "ლენინის დროშის" (ამჟამინდელი "ალიონის") რედაქციაში კორექტორად, შემდეგ განყოფილების გამგედ. 1964-1967 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ასპირანტი. გიზო ჭელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი - "ილია ჭავჭავაძის დაუმთავრებელი მოთხრობები", გამოქვეყნდა 1954 წელს. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994). საზოგადო მოღვაწე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ფოლკლორული წყაროები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ქართული ხალხური დრამა", დაიცვა 1994 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: