The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ონიანი

გიორგი ონიანი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1973  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1995 წელს, ასპირანტურა 1998 წელს.

1997-2000წწ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის დოცენტი; 2002 წლიდან იყო საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მწვრთნელი მსოფლიოს მათემატიკურ ოლიმპიადაზე; 2005-2006წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2010წწ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2010 წლიდან აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2010-2016წწ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. არის რეფერენტი ჟურნალებისა: "Georgian Mathematical Journal", "Proseedings of A. Razmadze Mathematical Institute" და "Zentralblatt MATH". დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1996 წელს, სადოქტორო - 1998 წელს. მათემატიკოსი, პროფესორი (2000). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.375; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.73-77; atsu.edu.geსვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.301

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია, ერთ-ერთი დამფუძნებელი

გააზიარე: