შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მ.ი. ბაუერზაკსი![]()
ბიოგრაფიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მისი არაერთი ფოტო დაიბეჭდა ჟურნალებში "თეატრი და ცხოვრება" და "ხელოვნება". იოსებ გრიშაშვილიმა ლექსი მიუძღვნა - "ბაუერზაკსს" (პატარა სონეტი). 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აღსანიშნავ საღამო-კონცერტზე მონაწილეობდა. ამის შესახებ მარო თარხნიშვილის მოგონებებშია აღნიშნული. 1919 წელს სახელმწიფო თეატრის (ოპერა) არა ერთი წარმოდგენის მონაწილეა. 1919 წლის 26 თებერვალს, ბალეტმეისტერ ვაკარეცთან ერთად, მისი ბენეფისი იყო ოპერებში "კომელია“ და "ვაკხის გაღ-ვიძება“. 1919 წლის 30 მაისს კი - "გრძნეული ფლეიტა“, "საბალეტო დივერტისმენტი“, "ქორწილი მოლოროსიაში“ წარმოადგინეს. 1919 წლის 22 ივნისს ქართულ კლუბში მესხეთ-ჯავახეთის დღე აღინიშნა, სადაც ბალეტი ბაუერზაკსისა და ვაკარეცის შესრულებით დაიდგა. 1919 წლის 7 დეკემბერს არტისტული საზოგადოების დარბაზში "სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველ და აგრონომ სტუდენტთა კავშირის გასაძლიერებლად დიდი საღამო გაიმართა, რომელშიც ბაუერზაკსი და ვაკარეცი მონაწილეობდნენ. 1922 წლის 1 ნოემბერიდან ბათუმში, დ. კაზარინის სახალხო მუსიკალურ სტუდიაში ასწავლიდა. აჭარის სახელმწიფო არქივში ინახება განათლების კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც დ. კაზარინის სტუდიის გახსნაზეა საუბარი. ოქმში წერია: "პლასტიკა-სუნთქვა; სავარჯიშოები პლასტიკისთვის; ფიგურის მხატვრულად განვითარება; ოპერებიდან, ბალეტებიდან ცეკვები - ბაუერზაკსი (პრიმა-ბალერინა)". სახელმწიფო თეატრის (ოპერა) პრიმა-ბალერინა. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 66
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |