The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ ბერგი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ფინანსისტი

ბიოგრაფია

გერმანული წარმომავლობის ბანკირი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე კავკასიაში, საიმპერიო ბანკის თბილისის ფილიალის უკანასკნელი გამგე.

ცნობილი იყო თავისი პროფესიონალიზმით, მაღალი რეპუტაციითა და გავლენით კავკასიელ ბანკირთა წრეში. მნიშვნელოვანი თანადგომა გაუწია ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატს, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას საკუთარი ფულის ნიშნების შემოღების პროცესში. მის ამ დამსახურებას აღნიშნავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, რომელიც წერდა: "იგი ამიერკავკასიის და საქართველოს ფინანსებში ძალიან ჩახედული იყო; მთელი თავის ცოდნით და გავლენით შეებრძოლა ბანკების წარმომადგენელთა წრეებში ნაცად და მოსალოდნელ ოინებს; მთელი თავის შეგნებით საქართველოს ხელისუფლების მხარეზე დადგა და ქართული ბონის გამოშვების წინასწარ ნიადაგის მომზადებაში დიდი როლი ითამაშა". საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე თავის დღიურში არაერთხელ იხსენიებს ე. ბერგს, რომელმაც რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის კანტორაში დაცული საფასეები საქართველოს ხელისუფლებას გადასცა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 68


გააზიარე: