შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერიკ ბერნშტეინი![]()
ბიოგრაფია1917 წელს შეუერთდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919 წლის თებერვალში ერიკ ბერნშტეინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. დამფუძნებელ კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაბმის საქმეში. 1920 წლის 9 ნოემბერს გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", გაზ. "ტაიმსზე" დაყრდნობით წერდა, რომ "საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი ერიკ ბერნშტეინი გერმანიის კანცლერმა მიიღო". საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. 1930 წლის 14 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ ნოე რამიშვილის გასახსენებელ სამგლოვიარო კრებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას ვრცელი სიტყვით მიმართა. გარდაიცვალა ბერლინში. გერმანელი სოციალ-დემოკრატი. პროფესიით მასწავლებელი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 70 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |