შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭუბაბრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წითელი ვარსკვლავი, ხონის რაიონი. დაამთავრა აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1935 წელს. 1927-1930წწ. მუშაობდა ტირიფონისა და ალაზნის არხების მშენებლობაზე; 1930-1935წწ. სამშენებლო გაერთიანება ნატახტარმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1937-1940წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; 1940-1941წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარიატის საძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად; 1941-1942წწ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აეროდრომების მშენებლობაზე სამშენებლო უბნის უფროსად; 1942-1944წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის წყალმომარაგების სამმართველოს "თბილწყალსადენის" ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1944 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" უფროსი ინჟინერი, პროექტის მთავარი ინჟინერი, სექტორის უფროსი; იყო ნატახტარის წყალსადენის მშენებლობის სათაო ნაგებობის სამუშაოთა მწარმოებელი, ბულაჩაურის წყალსადენის დაპროექტების მონაწილე; წყნეთის, კოჯრის, კიკეთის წყალმომარაგების, თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონების კომპლექსური ნიაღვარსადენი კანალიზაციის, ორგანული სასუქების ქარხნისა და სხვა ობიექტის პროექტის მთავარი ინჟინერი და ავტორი; ჰქონდა სამეცნიერო-ტექნიკური და გამოყენებითი ხასიათის მრავალი ნაშრომი და არაერთი რაციონალიზატორული წინადადება; არჩეული იყო საქართველოს რიგი ორგანიზაციების სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოების მუდმივმოქმედი კომისიების წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.705-706; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.104 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |