შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჭურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ელექტრომომარაგების სამმართველოში ("თელასში"); 1941-1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1946-1951წწ. მუშაობდა "საქენერგოს" სისტემაში მაღალი ძაბვის ელექტროქსელების მშენებლობა-მონტაჟზე; იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჩაიმშენმონტაჟის", შემდეგ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსურსათმშენმონტაჟის" მმართველის მოადგილე, ამავე ტრესტის მმართველი; წლების განმავლობაში (24 წელი) ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტს; მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოსა და თბილისის 51 ჩაის ფაბრიკის, კახეთის ღვინისა და კონიაკის, თბილისის კონიაკისა და შამპანური ღვინის ქარხნების, პურისა და საკონდიტრო ნაწარმის, ხორცისა და რძის, საკონსერვო, ლუდსახარში და უალკოჰოლო სასმელების 14-ზე მეტი საწარმოს მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში; მისი ხელმძღვანელობით აშენებული ობიექტების ნუსხაში არის ქვეყნის მრავალი სამეცნიერო-საკვლევი და კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტები, ასევე, უცხოეთში აგებული 2 ჩაის ფაბრიკა (ვიეტნამში) და ელევატორი (მონღოლეთში); ხელმძღვანელობდა ტრესტის საწარმოო ბაზაზე ასაწყობი რკინაბეტონის კონსტრუქციების მთელი კომპლექტის დამზადებასა და თურქეთში გაზავნას, იზმირის საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს პავილიონის ასაგებად; სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ საბჭოთა ქალაქებში (კერძოდ, ტაშკენტისა და მახაჩყალაში) საბინაო-საყოფაცხოვრებო და სოციალური ობიექტების აღდგენა-მშენებლობას; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მრავალი საბრძოლო და სამოქალაქო ორდენისა და მედლის კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.706 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |