The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ღვამბერია

ნოდარ ღვამბერია
დაბადების თარიღი:1954  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1978 წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ოსტატად; 1978-1983 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ინჟინრად; 1983-1989 წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მარტენის საამქროს კვლევითი ლაბორატორიის უფროსი; 1989-1996 წწ. ცენტრალური საქარხნო ლაბორატორიის უფროსი; 1996-1998 წწ. კომბინატის მთავარი ინჟინრის მოადგილე, 1998-2002 წწ. ტექნიკური დირექტორი, 2002-2004 წწ. გენერალური დირექტორი. 2004 წლიდან არის შპს. "ფოლადი-2001"-ის მთავარი კონსულტანტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.63

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1988-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის -"ალუმინთერმული მეთოდით საწარმოო ნარჩენებისაგან ფეროსილიკოალუმინის კომპლექსური შენადნობის მიღებისა და ფოლადის განჟანგვის პროცესში მისიგამოყენების ტექნოლოგიის დანერგვა"

გააზიარე: