Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ციხისელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბარი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით 1984 წელს. 1962-1963 წლებში მუშაობდა სოხუმის საქსოვი ფაბრიკის ელექტროტექნიკოსად, 1963-1964 წლებში - რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის ელექტროტექნიკოსად. 1964-1967 წლებში იგი იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, 1968-1984 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიურ კომბინატში სხვადასხვა თანამდებობაზე - ელექტრიკოსად, მეაპარატედ, ოპერატორად, ცვლის უფროსად, ტექნოლოგად და საამქროს უფროსად, 1985-1989 წლებში - რესპუბლიკურ გაერთიანება "მეოფერლითში", 1989-1997 წლებში - გერმანიისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში "ალუ-საქართველო". 1998-2006 წლებში იგი მოღვაწეობდა კერძო ბიზნესში. 2006 წლიდან პენსიონერია. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.64 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |