Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუზა წირღვავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევის დამუშავების სპეციალობით 1954 წელს. 1954-1964 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფურცელსაგლინავ საამქროში მუშად, საამქროს ოსტატად, საამქროს უფროსის მოადგილედ. 1964 წელს იგი გადაიყვანეს რუსთავის ქალაქის საბჭოს პარტიული კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ, 1968 წელს - რუსთავის ქიმიური კომბინატის პარტორგანიზაციის მდივნად, 1971 წელს - საქართველოს კპ ცკ-ს მძიმე მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორად. 1973 წლიდან იგი იყო საბჭოთა კავშირის ფერადი მეტალურგიის სამინისტროს საქართველოს ფერადი მეტალურგიის სამმართველოს უფროსი. 1989 წელს მან შექმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი საწარმო "ალუ-საქართველო" და 2000 წლამდე იყო მისი პრეზიდენტი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1985). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.65 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |