Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჭელიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს და უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში 1982 წელს. 1965 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მისი სცენარებით გადაღებულია 18 მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი: "პიერო-მილიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965), "გოგონა და ჯარისკაცი", "ჩამავალი მზე" (თ. ფალავანდიშვილი, 1970), "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ" (ა. ნინუა, 1973), "პირველი მერცხალი" (ნ. მჭედლიძე, 1970), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (გ. მგელაძე, 1975), "გასეირნება თბილისში" (ნ. მჭედლიძე, 1976), "სინემა" (ლ. ელიავა, 1977), "შესვენება" (ბ. წულაძე, 1978), "შნო"(დ. ბათიაშვილი, 1979), "თბილისი, პარიზი, თბილისი"(ლ. აბაშიძე, 1980), "ყოჩაღად პაპებო"(ძმებ მორმარევებთან და ე. მაჭავარიანთან ერთად /ნ. ნენოვა და გ. წულაია, 1981), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (გ. მატარაძე, 1983), "მაცივარში ვიღაცა იჯდა" (ყ. მგელაძე, 1983), "ყვითელი ჩიტი" (გიული ჩოხელთან ერთად/ა. დარსაველიძე, 1983), "ბრავო ალბერ ლოლიშს" (მ. თავაძე, 1987), "დანაშაული მოხდა" (ნ. ჭედლიძე, 1988), "ო, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (დ. ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/თ. ფალავანდიშვილი, 1990). წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 213; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |