შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინა ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1964 წელს. მუშაობდა "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში, ილია დოიაშვილთან ერთად. გააფორმა ნახატი ფილმი "კაცი და ლომი" (მ. ლავრაშვილი, 1969), დამდგმელი მხატვარია მისივე ფილმებისა: "ჩიბუხი" (1975), "ბუმბული" (1977), "ოპტიმისტური მინიატურა" (1978), "ღამურა" (1981), "ორი გოჯი მიწა" (1987), "მორიელი"(1990), "ანი, ბანი და სხვანი" (1989) და სხვ. 2006 წლიდან მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგად. მიღებული აქვს სპეციალური დიპლომი ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (ესპანეთი, სან-სებასტიანი) და პრიზი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის საბჭოთა ანიმაციური ფილმების საკავშირო ფესტივალზე (ესტონეთი, ტალინი). წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 213; drive.google.com; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |