The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ქართველიშვილი

იოსებ ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1996  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფიის სპეციალობით 1966 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1965 წელს საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის საძიებო განყოფილებაში მუშის თანამდებობაზე; 1966-1969წწ. მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციაში ჯერ რედაქტორად, შემდეგ კი უფროს რედაქტორად; 1969-1971წწ. - ამავე რედაქციაში სამეცნიერო რედაქტორად; 1971-1988წწ. - ენციკლოპედიის კარტოგრაფიისა და ილუსტრაციის რედაქციის უფროს სამეცნიერო რედაქტორად; 1971-1972წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე, 1973-1989წწ. - კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის უფროსი მასწავლებელია, სადაც კარტოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებთან ლექციებს კითხულობდა; 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი შეთავსებით იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილების გამგე. 1969-1973წწ. დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ამუშავებდა საკვალიფიკაციო თემას. ამ პერიოდში დაეუფლა თემატური რუკების შექმნის მეთოდებს. 1978 წელს მოსკოვში სტაჟირება გაიარა უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე სპეციალობით "აეროკოსმოსური მეთოდები გეოგრაფიულ კვლევაში" და "კოსმოსური კარტოგრაფია", ხოლო 1986 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოსთნ არსებულ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს N8 ფაბრიკაში რუკების შედგენის, გაფორმების და რედაქტირების საკითხებზე. მისი სამეცნიერო კვლევითი მუშაობა ძირითადად მოსახლეობის სიმჭიდროვისა და განლაგების პრობლემებს ეხებოდა. ასევე, ეროვნული სტრუქტურის ტერიტორიული დინამიკის რეტროსპექტულ კარტოგრაფირებას. შრომებში და რუკებზე განხილული და ასახულია საქართველოს ტურიზმის, ალპინიზმისა და კურორტების განვითარების პრობლემები. საინტერესო სამუშაო ჩაატარა კოსმოსურ კარტოგრაფირებაში. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მისი რედაქტორობით გამოცემულია ათეულობით რუკა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ენციკლოპედიაში მოთავსებული რუკების რედაქტირება. კარტოგრაფი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.71; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.259

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება, გარდაცვალების შემდეგ)
    დამხმარე სახელმძღვანელო - "საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი" (გამოცემულია თბილისში 1992 წელს)

გააზიარე: