The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ჯავახიშვილი

შოთა ჯავახიშვილი
Date of birth:1 January, 1929
Date of death:25 February, 2001  (at 72 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯავახიანთკარი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა დუშეთის პედაგოგიური ტექნიკუმი 1943 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ჰიდრო-კლიმატოლოგის სპეციალობით 1951 წელს.

1943-1946წწ. მუშაობდა სოფ. არბუეთისა და ჯავახიანთკარის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად; 1951-1952წწ. - საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სამსახურში; 1952-1957წწ. - თბილისის ავიომეტეოროლოგიურ სადგურში უფროს ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1957-1969წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1969 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე. მის საკანდიდატო ნაშრომში დეტალურადაა მოცემული საკვლევი მხარის მრავალფეროვანი კლიმატის დახასიათება და მისი საწარმოო მნიშვნელობა. იგი მუშაობდა მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, ჰავის ატმოსფეროს დაცვის, ეკოლოგიის, ჰავის ცვლილებების საკითხებზე. ნაშრომებში გაშუქებულია საქართველოს ჰავის თავისებურებები. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი, რომელთაგან 18 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და ბროშურაა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ენაზე დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. გამოცემული აქვს 6 სასწავლო რუკა, მონაწილეობდა საქართველოს ატლასის (1964) და საქართველოს სასკოლო გეოგრაფიული ატლასის (1992) შედგენაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1990).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიგნით კახეთის კლიმატი", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული ნალექები საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.73; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.319-320; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.185

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    დამხმარე სახელმძღვანელო - "საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი" (გამოცემულია თბილისში 1992 წელს)

Bibliography


Share: