შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ჭიაურელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი(ლ. ღოღობერიძის სახელოსნო) 1979 წელს. 1977 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1985-1986 წლებში გაიარა სარეჟისორო პრაქტიკა კინოსტუდია "მოსფილმში" გიორგი დანელიასთან. 1986 წლიდან მუშაობს დოკუმენტური ფილმებისა და გადაცემების რეჟისორად სხვადასხვა კინო და ტელესტუდიებში. გადაიღო სატელევიზიო ფილმები: "ერთი შვილი არა შვილი" (1981), "ინტერვიუ ინტერვიუს წინ" (1983), "საქართველოს უკანასკნელი ომი", "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა" (1990), "ანარეკლი" (1991), "აბეომა" (1993), "წარმართობა" (ლ. მიხანაშვილთან ერთად, 1990), "ლაბირინთი" (1996), "ფურცლები საქართველოს ისტორიიდან" (დოკ. სერიალი, 2001), "კავკასიაში დატყვევებულნი"(2003), "სოფიკო" (მ. ჭიაურელთან ერთად, 2008); მ/მ ფილმები: "საშობაო ისტორიები" (2001), საუბრები ნინო ჭავჭავაძესთან" (2002), "ეს ერთჯერადი ნივთები" (2007). გადაღებულია ფილმში "ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა" (ლ. თუთბერიძე, 1988). კინოდოკუმენტალისტი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 213-214; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; google.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |