შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ოშხარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1999წწ. იყო თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის მასწავლებელი; 1991-1999წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ნაძალადევის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი; 1994-2000წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; თბილისის დამოუკიდებელ უნ-ტ "იბერიას" იურდიული ფაკულტეტის პედაგოგი; 1999-2006წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2016 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი კონსულტანტი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კონსულტანტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2017 წლიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი (2009). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.381; საქართველოს იუსტიციის ულაღლესი საბჭოს ვებგვერდი: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |