The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ოშხარელი

მაია ოშხარელი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1963
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 2021  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1999წწ. იყო თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის მასწავლებელი; 1991-1999წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ნაძალადევის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი; 1994-2000წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; თბილისის დამოუკიდებელ უნ-ტ "იბერიას" იურდიული ფაკულტეტის პედაგოგი; 1999-2006წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2016 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი კონსულტანტი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კონსულტანტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2017 წლიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი (2009). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.381; საქართველოს იუსტიციის ულაღლესი საბჭოს ვებგვერდი: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა კოლეგია, წევრი (1991-1999)

გააზიარე: