შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჭყონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის საავიაციო ტექნიკუმი 1946 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1946 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ოსტატად; იყო საამქროს უფროსი, პროფკავშირების საქარხნო კომიტეტის თავმჯდომარე, ქარხნის თავმჯდომარე, ქარხნის დირექტორის მოადგილე; 1962-1983წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1983-1990წწ. ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველად; 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "ტურისტმშენს"; მონაწილეობდა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში, ტაშკენტის მიწისძვრის შედეგად დანგრეული ობიექტების აღდგენაში; როგორც ქველმოქმედმა, რესტავრაცია ჩაუტარა ნახევრად დანგრეულ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას (დუშეთის რაიონში, სოფელ მლეთასთან). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.708 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |