შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჭოხონელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ლენინგრადის კინოს ინჟინერთა ინსტიტუტი 1971 წელს. 1956 წლიდან მუშაობს კინოში. 1956-1959წწ. იყო კინოსტუდია "ქართულ ფილმის" სინათლის ტექნიკოსი, ქდსპფ (ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია) სტუდიის ოპერატორის ასისტენტი. როგორც ოპერატორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ეს არ მოხდებოდა" (ჟ. მიქაძე,1963), "მართლაც საჩვენებელი" (ჯ. მიქაძე, 1970), "გამოცდა" (მ. სალუქვაძე, 1977), "უბრალო ჭემარტება" (მ. გაგუა, 1983), "ვარსკვლავი და ლირა" (ზ. შანიძე, 1988), "უკვდავი სული" (ე. ვაწაძესთან ერთად/ ზ. შანიძე, 1987) და სხვ. როგორც ავტორმა-ოპერატორმა - "საინჟინრო ხელოვნება" (1975), "ბუნება გვკარნახობს" (1977), "თვალსაზრისი" (1977), "ერთად" (1986), "შევქმნათ თუ არა კოოპერატივი" (1988), "ჩვენ და სტიქია" (1989), "საქართველოს მდინარეები - რიონის სათავეებთან" (1998) და სხვ. კინოდოკუმენტალისტი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 216; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.50 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |