შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) საოპერატორო ფაკულტეტი 1972 წელს და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი ტელე-კინო რეჟისურის სპეციალობით 1992 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში (ქდსპფ) ოპერატორის ასისტენტად და ოპერატორად. 1970-იან წლებში, როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: "მონადირე" (ა. ჟღენტი, 1969), "ცოტნე დადიანი" (ა. ჟღენტი, 1972), "საჰაერო ხიდი" (დ. რონდელი, 19074), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (ი. ამასიისკისთან ერთად/ა. ჟღენტი, 1977), "შესვენება" (ბ. სულაძე, 1978). 1983 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდია "მემატიანეში". ოპერატორი ფილმებისა: "მშვიდად რომ ვიყოთ" (1983), "ილია ჭავჭავაძის გმირები" (1983), "სადარაჯოზე" (ჟ. მიქელაძე, 1985), "ვაზის გადასარჩენად"(1988) და სხვ. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 218
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |