The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ხაზალია

გივი ხაზალია
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 2022  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1948 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდრონაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე; 1949 წელს საქართველოს მეცნიერებატა აკადემიის მიერ მივლინებული იყო ქ. მოსკოვის სამრეწველო ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურის კურსის გასავლელად; 1953-1955წწ. მუშაობდა მოსკოვის ერთ-ერთ საპროექტო ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; 1955-1967წწ. საქართველოს მეცნიერეათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი იყო; 1967-1969წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის დოცენტად; იმავ დროულად იყო ამავე ინსტიტუტის ფოთის ფილიალის დეკანი; 1969-1972წწ., მიწვევით, თსუ-ს გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გარსების თეორიის განყოფილების გამგე იყო; 1973-1976წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის დოცენტად, იმავდროულად იყო ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების დეკანი; პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევითი მოღვაწეობის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა მშენებარე ობიექტებისთვის გარსების გაანგარიშებებში; მათ შორის აღსანიშნავია თბილისის სპორტის სასახლის გარსული გადახურვის საექსპლუატაციო და სამონტაჟო დატვირთვებზე გაანგარიშება; პროფესორ ვ. ჟღენტთან და ტ. ცხადაიასთან თანაავტორობით, მონოგრაფიის სახით გამოსცა ნაშრომი, "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის ფუნდამენტის გაანგარიშების შესახებ; გამოქვეყნებული აქვს 22 მეცნიერული ნაშრომი, ერთი მონოგრაფია, 2 დამხმარე სახელმძღვანელო მასალათა გამძლეობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.709; ნეკროლოგის სააგენტო: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, წევრი (1999-)

გააზიარე: