The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხაზარაძე

გიორგი ხაზარაძე
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2006  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი.

დაამტავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამიმოსვლო გზების ფაკულტეტი 1960 წელს.

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემაში სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1969 წლიდან სათავეში ედგა რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და სამშენებლო ნაკეთობათა ქარხანას; 1984 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველად; ხელმძღვანელობდა ავტოსაგზაო გზაგამტარების, სამხედრო ობიექტების, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლების, რკინაბეტონისა და სამშენებლო მასალების ქარხნების, ნავთობპროდუქტების გამწმენდი ნაგებობების, ხიდების, ახალი და მეორე ლიანდაგების, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობას საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში; მის მიერ აგებულ ობიექტთა შორის, გამორჩევით უნდა აღინიშნოს თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონის მშენებლობა; აქტიურად იყო ჩართული საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში; გარკვეული წილი აქვს შეტანილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში; ახალგაზრდობის პერიოდში თბილისის "ლოკომოტივის" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი იყო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.709-710; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.119-175

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: