The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ჩრდილელი

დიმიტრი ჩრდილელი
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის "სამხედრო ცენტრის" წევრი. მაიორი დიმიტრი ჩრდილელი 1921 წელს თბილისის დაცვის დროს მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას. 21 თებერვალს გაგზავნილ იქნა ტაბახმელას პოზიციებზე და იქ სამხედრო სკოლასთან ერთად იბრძოდა 25 თებერვლამდე. სამხედრო სკოლის უფროსი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე წერდა: "მაიორი ჩრდილელი ენერგიული და შეუდრეკი ოფიცერი იყო". დამფუძნებელი კრების წევრი რეზო გაბაშვილი იგონებდა: "მივედი ფრონტზედ (ტაბახმელაში), ბრტყელ ბექობზე იდგა ოთხი პატარა, სამთო ზარბაზანი. დახატულივით ლამაზი ვაჟკაცი ოფიცერი ჩრდილელი ბრძანებლობდა ამ ბატარეას". ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართევლოში. იყო "სამხედრო ცენტრის წევრი". დააპატიმრეს 1923 წელს. პოლკოვნიკ გ. ხიმშიაშვილის ძმა, ალექსანდრე, რომელიც იმავე საპატიმროში იმყოფებოდა, სადაც "სამხედრო ცენტრის" წევრები იყვნენენ ასე იხსენებს 18 თუ 19 მაისს: "გამოჩნდა კაპიტანი მიტო ჩრდილელი, გამხდარი - ხალათის გასწორებით, დადგა ჩემი საკნის კარების წინ გაუბედავად. შემდეგ მტკიცე გადაწყვეტილების მიღებით, სწრაფად მობრუნდა და აღელვებული ხმით ხმამაღლა წამოიძახა: "უთხარი მათ, რომ მე დამხვრიტეს. ვკვდები, როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს". დახვრიტეს სხვებთან ერთად 20 მაისს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. თუმცა არსებობს სხვა ცნობაც, რომლის თანახმადაც დიმიტრი ჩრდილელი ცოცხლად დამარხეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი, ქართლელ აზნაურთა საგვარეულოდან.

წყარო: gmas.ge


გააზიარე: