The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონ მგელაძე

ილარიონ მგელაძე
სხვა სახელი:ილია ვარდინი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1941  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშაკთა პარტიის წევრი 1906 წლიდან. მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში კავკასიაში. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მოსკოვის კომიტეტის წევრი (1910). აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მუშაობაში სარატოვში. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის სარატოვის გუბკომის წევრი (1917). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის პეტროგრადის ქალაქკომის წევრი (1918). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მოსკოვის ქალაქკომის წევრი (1919). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთების ("პრავდა" და "იზვესტია") სტატიების ავტორი. სამოქალაქო ომის პერიოდში იყო წითელი არმიის პირველი კავალერისტული არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის კიევის გუბკომის ბიუროს წევრი (1920), რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრესის ქვეგანყოფილების გამგე. სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის ერთ-ერთი დამაარსებელი და უფლებამოსილი რეფერენტი (1921). ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვის პერიოდში იყო "მემარცხენე კომუნისტი".  1920-იან წლებში საბჭოთა კავშირის  კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციის და პროპაგანდის განყოფილების ყოველკვირეული გამოცემის - "Красная печать"-ის რედაქტორი, ჟურნალ "На литературном посту" რედაქტორი, პროლეტარ მწერალთა რუსეთის ასოციაციის მდივანი (РАПП - მწერალთა კავშირის ანალოგი). 1920-იან წლებში მეგობრობდა მთელ რიგ ცნობილ პოეტებთან და მწერლებთან. ითვლებოდა ცნობილი პოეტის,  სერგეი ესენინის ლობისტად. კომუნისტურ პარტიაში მემარცხენე ოპოზიციის აქტიური მონაწილე (1925). 1927 წელს გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, როგორც "ტროცკისტული ოპოზიციის" (სტალინის მთავარი ოპონენტის, ლევ ტროცკის გუნდი) აქტიური წევრი. 1928 წელს აღადგინეს. 1935 წელს კვლავ გარიცხეს და ამავე წელს დააპატიმრეს. მისჯილი ჰქონდა 10 წლით პატიმრობა. 1941 წლის 7 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე წლის 27 ივლისს მოსკოვში, "კომუნარკასთან". რევოლუციონერი, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე.


გააზიარე: