შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ხაინდრავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წულუკიძე (ახლანდელი ხონი). დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1958 წელს. 1958-1966წწ. მუშაობდა ლაგოდეხის, ხობისა და ლანჩხუთის საბჭოთა მეურნეობის ინჟინერ-მექანიკოსად, მთავარ მექანიკოსად, მთავარ ინჟინრად; 1967-1976წწ. ხელმძღვანელობდა ფოთის ავტოსატრანსპორტო საწარმოსა და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტის სამმართველოს; 1977-1994წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" N7 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილე, უფროსი, ტრესტის მთავარი მექანიკოსი; 1994 წლიდან სათავეში ედგა სამშენებლო სამმართველო "კოლხეთმშენს"; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა კოლხეთის დაბლობის დაშრობა-ათვისების სამუშაოებს, ქ. ფოთის კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; არჩეული იყო ფოთის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.711; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.165 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |