The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ხაზარაძე

ჯემალ ხაზარაძე
Date of birth:25 November, 1939
Date of death:2010  (at 70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1963 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში საწარმოო გაერთიანება "თბილმშენინდუსტრიის" უფროს ოსტატად, საწარმოო განყოფილების ინჟინრად; შემდეგ პერიოდში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სახლმშენებელი კომბინატის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, N1 უბნის უფროსად, N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "ფუნდამენტმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოსა და ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; 1974-1982წწ. ხელმძღვანელობდა "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს; 1982-1985წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტს, ხოლო ტრესტის რეორგანიზაციის შემდეგ, მის ბაზაზე შექმნილ N5 სახლმშენებელ კომბინატს; 1999 წლიდან იყო საქართველოს სასაზღვრო ჯარების საწარმოო კომბინატის გენერალური დირექტორი; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის თემქის, გლდანის, მუხიანის, დიღმის, დიდი დიღმის, ფონიჭალის, ვაზისუნისა და სხვა მ/რ მშენებლობაში; ასევე ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციასა და რესტორან "ქალაქურის" მშენებლობას (თბილისში); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.710


Share: