The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგიტა ჭყონია

გოგიტა ჭყონია
ოფიციალური სახელი:გიორგი ჭყონია
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1950
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 2009  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მსახიობი, მხატვარი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (თ. აბულაძისა და ი. კვირიკაძის სახელოსნო) 1979 წელს.

სტუდენტურ ექსპერიმენტულ ფილმში "ეტიუდი N2" ("ტაძარი", 1979) დაწყებული "სუფთა კინოს" გამოსახულებით საშუალებათა ძიება შემდგომ ფილმებში განავითარა. "ქართული ფილმის" გაერთიანება "დებიუტში" გადაიღო "ორი იბერიკა" (მ/მ 1982) და "ღამის პეპელა"(მ/მ, 1984). "ქართულ ფილმში" დადგა სრულმეტრაჟიანი ფილმი  "მამა, შვილი და ნიავი"(1988). ექსპერიმენტული  ძიებანი გააგრძელა ფილმებში: "ხედვის ანბანი" (1994, მსახ.) და "სერანილია -დაგვიანებული დღიური" (ანიმ., 2005). გადაღებულია ფილმებში: "ანემია" (ვ. კოტეტიშვილი, 1987), "ორფეოსის სიკვდილი" (გ. შენგელაია, 1996), "კავშირი" (გ. ბარაბაძე, 2005). კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 218


გააზიარე: