შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ხარაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფერსათი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1982წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთრიანება "მთავართბილმშენის" სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1982 წელს დაინიშნა N15 სამშენებლო ტრესტის (შემდეგში N2 სახლსაშენი კომბინატი) მმართველად; იყო ამბროლაურის, ტყიბულისა და ცაგერის რაიონების აღდგენითი სამუშაოების კომპლექსის უფროსი, საწარმოო და სამშენებლო გაერთიანება "საქქალაქმშენის" თავმჯდომარის მოადგილე; გაერთიანება "საქქალაქმშენის" გაუქმების შემდეგ იყო სს "მშენებელ-1996"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის საცხოვრებელი მიკრორაიონების საბინაო და სოციალურ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; ახალგაზრდობაში აქტიურად მისდევდა სპორტს: იყო 1958 წლის სსრკ ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის 1962 წლის ჩემპიონი და 1964 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჭიდაობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.712; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.238 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |