The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯამბულ ხარატიშვილი

ჯამბულ ხარატიშვილი
Legal name:გიორგი ხარატიშვილი
Date of birth:23 August, 1946  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში ტექნიკოსად, ინჟინერ-კონსტრუქტორად; წლების განმავლობაში მუშაობდა რესპუბლიკურ სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენში"; საქართველოში აგროსამრეწველო კომპლექსის შექმნის შემდეგ, იყო ტრესტ "აგრომშენკომპლექტის" მმართველის მოადგილე, უძღვებოდა სისტემის ხე-ტყითა და სამშენებლო მასალებითა და ნაკეთობებით კომპლექტაციას; მონაწილეობდა კრასნაგორსკის (საგარეჯოს რაიონში), როდინაულისა (ზესტაფონის რაიონში) და რატევნის (ბოლნისის რაიონში) მეცხოველეობის კომპლექსების, ჩოხატაურის მეფრინველეობის ფაბრიკის (25 000 ფრინველზე), თერჯოლის რკინაბეტონის ქარხნის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა, პირველად "საქკოლმშენის" სისტემაში, მცხეთის რკინაბეტონის პოლიგონზე 12-მეტრიანი წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კოჭებისა და ფერმების დამზადებას; მისი ინიციატივით, ტაიგაში, ხანტი-მანსიის ოლქში, მდინარე ობის ნაპირებზე გაშენდა დასახლება "ქართული სოფელი", რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს მშენებლობის ხე-ტყით კომპლექტაციას; წლების განმავლობაში ნაყოფიერად საქმიანობდა საქართველოს მშენებელთა საზოგადოებრივ საბჭოში; აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-ტექნიკური, არქიტექტურულ-სამშენებლო, ინტელექტუალურ-საპატენტო და ეკონომიკური ტერმინების მცირე ლექსიკონის შედგენაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.713


Share: