The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ ხარჩილავა

რობერტ ხარჩილავა
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:2012  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო 1959 წელს; ვორონეჟის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1974წწ. მუშაობდა სსრკ მშენებლობის სამინისტროს ვორონეჟის ტერიტორიულ სამშენებლო ორგანიზაციაში, ერთ-ერთი სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1975-1983წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") მთავარი ინჟინერი, ამავე ტრესტის მმართველი; 1983-1984წწ. მისი რეორგანიზაციის შემდეგ გაგრის ექსპერიმენტული სახლმშენებელი კომბინატის დირექტორი; 1985-2005წწ. შრომითი საქმიანობის შემდეგ პერიოდში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" N2 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ გაგრის კომპლექსურ განაშენიანებაში, ხელმძღვანელობდა საცხოვრებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების, ასევე, დაბა ბიჭვინთისა და გუდაუთა-ახალი ათონის მსხვილი საკურორტო და ტურისტული კომპლექსების მშენებლობას, როგორებიცაა: კლიმატურ-ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი 350 ადგილზე ქ. გაგრაში, სანატორიუმი 500 ადგილზე დაბა მიუსერაში, ტურისტული სასტუმროები 500 ადგილზე გუდაუთასა და ოჩამჩირეში; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მაღლივი (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იი-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.714


გააზიარე: