Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ხატიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს; მოსკოვის რკინაბეტონის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს. 1980-1982წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") ინჟინრად; 1986-1991წწ. საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის საგურამოს ექსპერიმენტული განყოფილების უფროსად; 1991-1999წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის საგურამოს ექსპერიმენტულ კომპლექსს; საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის დირექტორი; მონაწილეობდა მოსკოვის ოლქის სოფელ ნეკრასოვკაში საკოლმეურნეო ბაზრის 12-მეტრიანი მალის და ორი 18-მეტრიანი მალის სასაწყობე მეურნეობის გადახურვის (ასაწყობი არმოცემენტის უნიფიცირებული ელემენტებით) მოწყობაში, ასევე, მოსკოვის ოლქის "ხიმკების" რაიონში; იყო კოსმოსური პროგრამებისა ("საფორა", "კრაბი") და ახალი თაობის დიდგაბარიტიანი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორებისა და მიწისზედა კონსტრუქციების აწყობისა და ექსპერიმენტული უზრუნველყოფის მონაწილემონაწილეობდა მიწისზედა პირობებში კოსმოსური კონსტრუქციების გამოცდაში, უწონადობის რამდენიმე ახალი სისტემის შექმნაში, კოსმოსური პროგრამა "რეფლექტორის" სასტენდო კომპლექსის შემუშავებასა და მონტაჟში, რომლის გაშვება 1999 წლის 23-28 ივლისს წარმატებით განხორციელდა; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური ნაგებობების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (პედაგოგი); 5 გამოგონებისა და 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.716; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.398 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |