The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ხაჭაპურიძე

დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1928  (97 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში; 1968-1972წწ. ხელმძღვანელობდა იმავე სამინისტროს ტრესტ "მშენკომპლექტს", ასევე საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეცსამუშაოების მთავარი სამმართველოს ტრესტ "საქსანტექმონტაჟს", იყო იმავე სამმართველოს კოლეგიის წევრი; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველისა და სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილედ, ასევე, ჰოლდინგურ კომპანია "თბილქალაქმშენში"; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამრეწველო-სამოქალაქო დანიშნულების რიგი ობიექტების მშენებლობაში, თბილისის გლდანის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, ფონიჭალის, დიდი დიღმის საცხოვრებელი მ/რ განაშენიანება-კეთილმოწყობაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიისა და საჩხერის რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენაში, ტიუმენის ოლქში (რუსეთში) საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.716


გააზიარე: