The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ხაჭაპურიძე

დაბადების თარიღი:4 მაისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში; იყო ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1981 წლიდან ხელმძღვანელობდა N4 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს; 1992-2000წწ. იყო შპს "ბემის" პრეზიდენტის თანაშემწე; მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში საბინაო, სამრეწველო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, ასევე მოსკოვის სხვადასხვა მშენებლობებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.716-717

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: