Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ხახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ტექნოლოგიის სპეციალობით 1971 წელს; მოსკოვის ბეტონისა და რკინაბეტონის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა (1972-1975). 1976 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; მიჰყავს ოთხი სამშენებლო დისციპლინა; არის ასპირანტების, მაგისტრანტების, საკურსო და სადიპლომო გეგმარების ხელმძღვანელი; ოპონირებდა და იყო რეცენზენტი სადისერტაციო და სხვა სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოებისა საშენი მასალებისა და ნაკეთობების სფეროში; 1982-1983წწ. და 1994 წლებში გადიოდა სტაჟირებას გერმანიაში; არის მიუნხენის ტექნიკური და ესენის უნივერსიტეტების დოქტორი; მონაწილეობდა მჭიდა მასალების, შემვსებების და ბეტონის სტრუქტურის შესწავლის კვლევით სამუშაოებში, სამშენებლო ფიზიკის და საშენი მასალების კვლევის კათედრაზე; არის გერმანიის აკადემიური გაცვლების (DAAD) მუდმივი წევრი, 31 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და სემინარებში; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1976 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.717 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |